რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) თურქეთიდან საბერძნეთში გაქცევისას ხუთ სულიანი ოჯახი ნავის ჩაძირვის შედეგად ეგეოსის ზღვაში დაიხრჩო.

ბავშვების ცხედრები კუნძულ მეტელინეს სანაპიროზე იპოვეს.

ფიზიკის მასწავლებელი ჰუსეინ მადენი 15 ივლისის შემდეგ გამოქვეყნებული განკარგულებით, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მადენეების ოჯახის ნათესავებმა განაცხადეს, რომ წყვილი ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა და ქონება ჩამოართვეს.

მათივე ინფორმაციით, დედის, ნურ მადენის წინააღმდეგ დაკავების ორდერი იყო გაცემული და პოლიციის ზეწოლის გამო საზღვარგარეთ წასვლა სურდათ.

სახალხო დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, მერალ დანიშ ბეშთაშმა, საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში დააყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×