რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული პირი საედი დუდაევია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით, დუდაევის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და ის მოსამართლე გიორგი მიროტაძეს დაეწერა.

მათივე თქმით, პროცესი ხვალ გაიმართება, თუმცა კონკრეტულ დროს ვერ ასახელებენ.

თავდაპირველი ინფორმაციით, დაკავებული პირი ლაფანყურის ოპერაციის ერთ-ერთი მონაწილე, სურხო დუდაევი იყო, თუმცა ეს დაკავებულის ადვოკატმა უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×