რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის საქმესთან დაკავშირებულ გამოძიებაში ქართულ მხარეს დახმარება ამერიკამ შესთავაზა.

„ საქართველო ჩვენი პარტნიორია და მზად ვართ, ნებისმიერი სახის დახმარება გავუწიოთ. მოხარული ვარ, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველოსა და აშშ-ს თანამშრომლობა პროდუქტიულია", - განაცხადა იან კელიმ.

„რაც შეეხება იმას, იყო თუ არა ეს ახმედ ჩატაევი, ეს ჯერ ასი პროცენტით უნდა დადგინდეს. აშშ გამოძიებაში ჩართულია", - აღნიშნა ელჩმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×