რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ონლაინ-სესხები და აზარტული თამაშები გადახდისუუნარო მოსახლეობის რაოდენობას ზრდის .

აღნიშნულ ინფორმაციას „კომერსანტი" ავრცელებს.

მისივე თქმით, ამ კუთხით მთვარობა მუშაობს, ონლაინ-სესხების საკითხი უკვე დარეგულირდა. ის პროცენტები და ჯარიმები, რომლებიც დაწესებული ჰქონდათ ასეთ ორგანიზაციებს, იყო საკმაოდ მაღალი, ადამიანები კი, როდესაც ვერ იხდიდნენ ვალს, ხვდებოდნენ გადახდისუუნარო მოსახლეობის რიცხვში.

„რაც შეეხება ეკონომიურ მდგომარეობას საზოგადოებაში - აღქმა ერთია და ციფრები სხვას მეტყველებს. საშუალო ხელფასი იზრდება, ეკონომიკა იზრდება - არა იმ ტემპით როგორიც გვინდა, მაგრამ იზრდება. აუცილებელია, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. ჩვენ კი დღეს არ გვაქვს სამუშაო ადგილების ზრდის ისეთი ტემპი, როგორიც გვსურს ",- განაცხადა ზოიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×