რეზონანსი
27.11.2017

 (რეზონანსი) კონსტანცას პორტის დელეგაცია ანაკლიის განვითარების კონსორციუმს სამუშაო ვიზიტით ეწვია და პროექტის დეტალებს გაეცნო.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო მემორანდუმის შესახებ ისაუბრეს, რომელიც უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

მემორანდუმი ანაკლიის პორტიდან გადაზიდული ტვირთების კონსტანცას პორტში მიღებას, კოსტანცას პორტის დახმარებით კი ანაკლიის გავლით, დიდ პორტებს შორის ტვირთების გატარებას ითვალისწინებს.

ანაკლიის პორტის მშენებლობა 2017 წლის 20 დეკემბერს იწყება. ნავსადგურის პირველი ფაზა 2021 წელს ამოქმედდება.

პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×