რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) "ევროპული საქართველოს" წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით, სუს-ის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი პარლამენტში უნდა მივიდნენ, რათა იმ არსებულ კითხვებს, რომელიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაცის ეხება, პასუხი გასცენ.

"პარლამენტში მოვიდეს ერთი მხრივ, სუს-ის ხელმძღვანელობა და მეორე მხრივ, იუსტიციის მინისტრი, რათა მათ მისცენ განმარტება მთელ რიგ კითხვებთან დაკავშირებით. კერძოდ - იყო თუ არა ნამდვილად ჩატაევი ამ ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული. თუ იყო, როგორ მოხვდა ის საქართველოში, როგორ მოხვდა ეს ჯგუფი ზოგადად საქართველოში და რა მიზნებს ისახავდნენ ისინი, აპირებდნენ თუ არა ტერაქტის მოწყობას, როგორ შემოიტანეს მათ იარაღი საქართველოში. ეს არის კითხვები, რომელზეც ჩვენ უნდა მივიღოთ პასუხები საჯაროდ", - განაცხადა კაპანაძემ.

21-22 ნოემბერს, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთხი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.

სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×