რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) ბათუმის 11-12 მარტის მოვლენების საქმეზე დაკავებულ ლაშა დეკანაძეს, საქალაქო სასამართლომ ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლემ ბრალდების მხარის მიერ წაყენებულ მუხლებში დეკანაძე გაამართლა, თუმცა საქმე გადააკვალიფიცირა და მას სასჯელი წვრილმან ხულინობის მუხლით დააკისრა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

დეკანაძის წინააღმდეგ გამოძიება ორი მუხლითაა აღძრული. ერთი სსკ-ს 225-ე მუხლით, რაც მასობრივ არეულობას გულისხმობს, ხოლო მეორე, 353-ე პრიმა მუხლი, რაც ითვალისწინებს პოლიციელზე თუ ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×