(რეზონანსი) არაბთა გაერთიანებული საამიროებოს ტოლერანტობის მინისტრის შეიხ ალ ნაჰაიანის შეფასებით, საქართველოში ბიზნესის კეთების ყველა პირობა არსებობს.
მისი განცხადებით, ორი წლის განმავლობაში ინვესტიციების გაორმაგებას აპირებს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის ხალხის მიმოსვლა გაიზარდა. მაგალითად, თუ წლების წინ კვირაში ერთი ფრენა იყო, ახლა დღეში სამი-ხუთი ფრენაა. ეს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ზრდაზე მეტყველებს. ყველა საერთაშორისო რეიტინგი იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ბიზნესისთვის კეთილგანწყობილი ქვეყანაა. ეს ეხება პირველ რიგში ბიზნესის კეთების გამარტივებულ პროცედურებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ გავაორმაგოთ ჩვენი ინვესტიციები საქართველოში. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენ საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ვენდობით", - განაცხადა ნაჰაიანმა.
ნაჰაიანი საქართველოში, სამომავლოდ პორტის და აეროპორტის მოწყობას გეგმავს.
„სამომავლოდ, მე პირადად ვგეგმავ პორტის, აეროპორტის მოწყობას. კარგია, რომ საქართველოში არ არის ბიუროკრატია და ბიზნესის კეთების კარგი გარემოა", - დასძინა ნაჰაიანმა.