რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, სამინისტროების რეორგანიზაციამდე წარდგენილი პირველადი ბიუჯეტი შეიცვალა და შემცირება შეეხება როგორც ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე მინისტრების ხელფასებს.

მისივე თქმით, ბიუჯეტის შემცირება მასშტაბური არ იქნება.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სამინისტროების რეორგანიზაციამდე წარდგენილი პირველადი ბიუჯეტი შეიცვალა და მეორე, ადაპტირებული ანუ გადამუშავებული ბიუჯეტი იქნება რეორგანიზაციის შესაბამისი. მე ვფიქრობ, ამ გადამუშავებულ ვარიანტში გამოჩნდება ახალი გადანაწილება და სტრუქტურა. ამ სახის რეორგანიზაცია, როცა ერთეულები მცირდება, თავისთავად გამოიწვევს შემცირებას დანახარჯებისა, თუმცა, ეს არ იქნება მასშტაბური შემცირება, რადგან ძირითადი ფუნქციური ერთეულები, რომლებიც მუშაობდნენ, სხვადასხვა სამინისტროში, თუ ერთ სამინისტროში, მაინც უნდა გააგრძელონ ფუნქციონირება. შემცირება შეეხება ადმინისტრაციულ ხარჯებს - მინისტრების ხელფასებს, ადმინისტრაციულ სამსახურებს და ალბათ იმ სამსახურებს, რომლებიც გაერთიანდებიან", - განაცხადა სერგეენკომ.

პარლამენტი, მთავრობიდან უკვე მიღებული იმ დოკუმენტის განხილვას იწყებს, რომელიც მთავრობის სტრუქტურულ რეორგანიზაციას ეხება.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×