რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ფარული კენჭიყრისას ლომჯარიას კომიტეტის შვიდმა წევრმა მხარი დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომას საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი პარტიები ესწრებოდნენ.

დღევანდელ განხილვაში საპარლამენტო ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა. კანდიდატი არასამთავრობო სექტორმა წარადგინა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×