რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აბრეშუმის გზა არ ჩაანაცვლებს ყარსი-ახალქალაქის რკინიგზას. ეს განცხადება ქუმსიშვილმს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობის კომენტირებისას გააკეთა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოებაა.

„ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა არის აბრეშუმის გზის ერთ-ერთი განშტოება, ეს არის სახმელეთო დამაკავშირებელი გზა, რომელიც აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთთან, სამი ქვეყნის დამაკავშირებელი სახმელეთო გზა. ეს იქნება სწორედ ის შესაძლებლობა, რომელმაც პირველ ეტაპზე 5 მილიონით, შემდგომში უკვე 15 მილიონით უნდა გაზარდოს ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს სატრანსპორტო დერეფანს გააჩნია", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×