რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) პირველი ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველო-ჩინეთს შორის დადებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1 იანვარს ამოქმედდება.

ქუმსიშვილის თქმით, აღნიშნული ჩინეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილემ დღეს დაადასტურა.

„დღეს უკვე ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ ასევე დაგვიდასტურა, რომ პირველი იანვრიდან ძალაში შევა სრულყოფილად თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ჩინეთის ტერიტორიაზე", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მისივე განცხადებით, საქართველოში ხელშეკრულების ამოქმედებისთვის საჭირო პროცედურები დასრულდა.

ამ წლის 13 მაისს ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოეწერება.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×