(რეზონანსი) „პატრიოტთა ალიანსი" სახალხო დამცველის თანამდებობაზე საკუთარ კანდიდატად გიორგი ფოფხაძეს წარადგენს. ამის შესახებ ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ განაცხადა.
ლომაიას განცხადებით, მათი ომბუდსმენობის კანდიდატი არის ჟურნალისტი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში არაერთი წვლილი აქვს შეტანილი.
„ჩვენი კანდიდატი ღირსეული პიროვნებაა, რომელსაც არაერთხელ დაუმტკუცებია ეს. ადამიანი, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს. ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე არის პიროვნება, რომელმაც არაერთი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დამხობაში. ასევე, მან წვლილი შეიტანა ცნობილი ციხის კადრების გავრცელებაში ევროპის მასშტაბით", - განაცხადა ლომიამ.
დღეს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ" სახალხო დამცველის კანდიდატად ნინო ლომჯარია ოფიციალურად წარადგინა.
მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილების ვადა შვიდ დეკემბერს ეწურება.