რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც „ლეოგრანდში" დაღუპული ხუთი ადამიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, სასტუმროს მფლობელი ეროლ ევგორენი მივიდა და გარდაცვლილთა ნათესავებს მიუსამძიმრა.

ტაძარში ასევე იმყოფება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და სხვა ოფიციალური პირები.

დაღუპულებს ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენებენ.

ტაძარში დღეს პატრიარქს ელოდებოდნენ, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ილია მეორემ შესაძლოა, მისვლას ვერ მოახერხებს.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასტუმროდან მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.

ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×