(რეზონანსი) სააპელაციო სასამართლომ, ტერორიზმში ბრალდებული საედ დუდაევის ადვოკატის, იმედა ქარქაშაძის სარჩელი, აღკვეთის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით, წარმოებაში არ მიიღო, რაც იმას ნიშნვას, რომ დუდაევი პატიმრობაში რჩება და მის საქმეს სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს.
ადვოკატს სააპელაციო სასაამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 24 ნოემბრის გადაწყვეტილებას ასაჩივრებად, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირის წინააღმდეგ გამოძიება სსკ 328-ე და 323-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი პატიმრობას ვადით, 10-დან 17 წლამდე ითვალისწინებს.
21-22 ნოემბერს, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ხოლო ოთხი დაიჭრა, მათგან, ორი სუს-ის, ორი კი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია.
სპეცოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, დაკავებულია, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.