(რეზონანსი) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ შს ყოფილ ვანო მერაბიშვილს არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით ოთხი ათასი ევრო უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.
წულუკიანის თქმით, მერაბიშვილი 15 000 ევროს ითხოვდა, თუმცა ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
ევროსასამართლოს დიდი პალატამ მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. კერძოდ, საუბარია მე-18 მუხლის დარღვევაზე. დიდი პალატის ცხრა წევრმა, მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, რვა კი, წინააღმდეგი წავიდა.
„სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ ჰქონია ადგილი 51 მუხლის დარღვევას (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით), ასევე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის შენობაში მოთავსებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას. ადგილი ჰქონდა 53 მუხლის დარღვევას 2013 წლის 25 სექტემბრიდან. ასევე 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ევროკონვენციის მე-18 მუხლი", - ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.