(რეზონანსი) ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილი 11 ადამიანიდან 9 დღეს დაკრძალეს. ერთის დაკრძალვა კი ხუთშაბათსაა დაგეგმილი.
ხუთი გარდაცვლილი დაკრძალვამდე, ღვთვისმშობლის საკათედრო ტაძრში იყო დასვენებული, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპილიტმა, მეუფე დიმიტრიმ სამოქალაქო პანაშვიდი ჩაატარა.
პანაშვიდზე აჭარის ხელისუფლების პირველი პირები, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარი იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, ტაძარში, პანაშვიზე „ლეოგრანდის" მფლობელი - ეროლ ევგორენიც მივიდა და გარდაცვლილთა ნათესავებს მიუსამძიმრა.
"ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, სასტუმროდან მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა.
ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.