(რეზონანსი) სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, - ამის შესახებ, საქართველოს ექს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქ გვერდზე წერს, რითაც შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მიმართ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
„მივესალმები სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწის და ჩემი თანამებრძოლის, ვანო მერაბიშვილის პატიმრობის უკანონოდ გამოცხადებასთან დაკავშირებით. სამართალი უნდა აღდგეს! ვანო დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს!", - წერს სააკაშვილი.
ევროსასამართლოს დიდი პალატამ მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის ორი მუხლის დარღვევა დაადგინა. კერძოდ, საუბარია მე-18 მუხლის დარღვევაზე. დიდი პალატის ცხრა წევრმა, მე-18 მუხლის დარღვევას მხარი დაუჭირა, რვა კი, წინააღმდეგი წავიდა.