რეზონანსი
28.11.2017

 (რეზონანსი) რუსული კოსმოსური რაკეტმზიდის „Союз-2.1б", წარუმატებელი გაშვებისთვის პასუხისმგებლობას ბლაგოვეშჩენსკის ეპისკოპოსს ლუკიანეს აკისრებენ, რომელმაც ხომალდი გაშვებამდე აკურთხა, - ამის შესახებ რადიოსადგურ „გოვორიტ მოსკვას" პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა უთხრა. ინფორმაციას „PIA" ავრცელებს.

„როდესაც ადამიანი რამეს აკეთებს და ცუდი რამ გამოსდის, უნდა დაფიქრდეს, სწორად იქცევა თუ არა ის. უცნაურია, რომ ეკლესია მომსახურებას სთავაზობს, მაგრამ არასოდეს აგებს პასუხს ამ მომსახურების ხარისხზე. ეს გარკვეული პრობლემაა", - ციტირებს კურაევს რადიოსადგურის ვებგვერდი.

რაკეტა 19 თანამგზავრთან ერთად "აღმოასვლეთის" კოსმოდრომიდან გაუშვეს. გაშვების შემდეგ პრობლემები წარმოიშვა, ორბიტაზე გასვლა ვერ შეძლო და გავრცელებული ინფორმაციით, ატლანტის ოკეანეში ჩავარდა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×