რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერიაში 19 კომისია გაუქმდება - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„ცვლილებები შევა შესაბამს სამართლებრივ აქტებში, გადაწყვეტილებებს გაცილებით ნაკლებ დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ შესაბამისი სამსახურები და უწყებები.

უქმდება ზონალური საბჭოც, რომლის რეკომენდაციის საფუძველზეც ამტკიცებდნენ განაშენიანების გეგმებს და კოეფიციენტების მატებას.

დავიწყეთ სტრუქტურული რეფორმა, რომელიც შეეხება ურბანული პოლიტიკის მიმართულებასაც. ზონალური საბჭოს ფუნქციებს შესაბამისი სამსახურები ჩემი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ", -განაცხადა კალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×