(რეზონანსი) მონტენეგროს ხელისუფლების ოპოზიუციური პარტიის, "დემოკრატიული ფრონტის" წევრებმა, რომელსაც სახელმწიფო გადატრიალებაში ედებათ ბრალი, განაცხადეს, რომ მათი საქმის მასალში ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიცაა ნახსენები.
ამის შესახებ პარტიის წარმოამდგენლებმა, მილან კნაჟევიჩმა და ანდრია მანდიჩმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სახელზე დაწერილ წერილში თქვეს.
კნაჟევიჩისა და მანდიჩის განცხადებით, კადიროვი მონტენეგროს მუსლიმ საზოგადოებას "დემოკრატიუილი ფრონტის" მხარდასაჭერად აგიტაციას უწევდა.
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების საქმე 2016 წელს აღიძრა. გამოძიების ვერსიით, სერბ და მონტენეგროელ ნაციონალისტებს არჩევნების დღეს პარლამენტის შენობის ხელში ჩაგდება სურდათ, რის შემდეგაც პრორუსული "დემოკრატიული ფრონტის" გამარჯვების აღიარებას მოითხოვდნენ.