რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ტრიბუნალზე ყოფილი იუგოსლავიის ხორვატმა, გენერალმა სლობოდან პრალიაკმა ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ საწამლავი დალია. მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

29 ნოემბერს ჰააგაში პრალიკისა და 5 ბოსნიერი ხორვატის სააპელაციო განცხადებას განიხილავდნენ, რომლებიც 2013 წელს სამხედრო დანაშაულში დაადანაშაულეს. მაშინ პრალიკს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

22 ნოემბერს, ყოფილი იუგოსლავიის საკითხებზე საერთაშორისო ტრიბუნალმა სერბ გენერალს, რატკო მლადიჩს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. გენერალს გენოციდში, ბოსნიაში ომის გაჩაღებასა და კაცობრიობის წინაღმდეგ დანაშაულში დასდეს ბრალი.

1992 წელს იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბოსნიასა და ჰერცოგოვინაში შეიარაღებული კონფიქტი სერბებს, ბოსნიელ მუსულმანებსა და ხორვატებს შორის დაიწყო. ომი ნატოს ჯარების ჩარევის შემდეგ შეწყდა. ნატოს ჯარებმა სერბული პოზიციები დაბომბეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×