რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი)ქართველმა ეპისკოპოსებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ქართველმა სასულიერო პირებმა ამ თემაზე „დემოკრატიის ეროვნულ ფონდში" გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს, რომელსაც ასევე საქართველოს კათოლიკური ეკლესიის და სომეხთა ეპარქიის ეპისკოპოსები, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე და შეიხი რამინ იგიდოვი ესწრებოდნენ.

„ამერიკა ის ქვეყანაა, რომელსაც ჩვენთვის არ უღალატია. თავისუფლებისკენ მისწრაფების გამო კი, რუსეთი რამდენი წელია ღიად გვეომება, - განაცხადა პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×