რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) სასტუმრო „ლეოგრანდის" მფლობელმა, ეროლ ავგორენმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც   ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს უსამძიმრებს და თურქულ პრესაში გაჟღერებულ საკუთარ განცხადებაზე პასუხობს.

„კომპანია მზადაა, გარდაცვლილთა ოჯახების თანხმობის შემთხვევაში, მატერიალურად დაეხმაროს მათ, იზრუნოს გარდაცვლილთა შვილების განათლებაზე, თუ დასაქმებაზე. გვესმის, ეს მათ ვერ აუნაზღაურებს ახლობლების დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს, თუმცა სხვა სახით თანადგომის გამოხატვა შეუძლებელია.

თურქულ პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში მე მხოლოდ გამოვთქვი სინანული იმის გამო, რომ ძვირფასი წამები დაიკარგა, მეექვსე სართულზე მყოფი სტუმრების ნაწილი, სავარაუდოდ,გასახდელისკენ გაემართა.

არ მიფიქრია ვინმესთვის, განსაკუთრებით კი გარდაცვლილი სტუმრებისათვის პასუხისმგებლობის გადაბრალება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×