რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) ფრაქცია საქართველოს პატრიოტების მიერ ომბუდსმენობის კანდიდატად დასახელებულ გიორგი ფოფხაძეს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

ფოფხაძე საქართველოში არ იმყოფებოდა და კომიტეტის სხდომაზე ის სკაიპით ჩაერთო.

კენჭისყრის შედეგად, კომიტეტის სამმა წევრმა მხარი ფოფხაძეს დაუჭირა, ერთმა თავი შეიკავა, ხოლო ექვსმა წევრმა უარყოფითად შეაფასა. მიუხედავად ამისა, გიორგი ფოფხაძის კანდიდატურა პლენარულ სხდომაზე მაინც გავა.

28 ნოემბერს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა ფრაქცია „ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატ ნინო ლომჯარიას მხარი დაუჭირა.

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება. ნინო ლომჯარია ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ადამიანიდან, რომელთა კანდიდატურაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა უმრავლესობას შესთავაზეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×