რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) „მეთვრამეტე მუხლი დიდმა პალატამ ორ ნაწილად გაყო, რაც აქამდე არ გაუკეთებია", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

"პირველ ნაწილში იმსჯელა, იყო თუ არა პოლიტიკა ჩართული სს პროცესში. სტრასბურგმა თქვა, რომ არ იყო პოლიტიკური შეფერილობა. ეს ჩემთვის, როგორც მხარისთვის უმთავრესია.

საკნიდან გაყვანის ეპიზოდი მეორე ნაწილად გამოყო დიდმა პალატამ. 9 მოსამართლემ 8-ის წინააღმდეგ მიიჩნია, რომ მერაბიშვილის მონათხრობი  სარწმუნო იყო. სასურველი იქნებოდა პროკურატურას გამოძიება თავიდანვე ჩაეტარებინა, მაგრამ, მთავარი პროკურორი, ბატონი ფარცხალაძე ხელდადებული იყო მერაბიშვილის მიერ, ალბათ ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ მთავარი პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებდა, ამიტომ, ის ჩაატარა მოგვიანებით, როდესაც გაანალიზდა, რომ შიდა მოკვლევა არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს.

ღიად შემიძლია ვთქვა, რა დაადგინა სტრასბურგმა საკნიდან გაყვანაზე, ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. გამოძიება ჩატარებულია, რომელმაც დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი არ დადასტურებულა", - განაცხადა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×