რეზონანსი
29.11.2017

 (რეზონანსი) ჩეხეთის მთავრობა, რომელსაც პრემიერი ბოგუსლავ სობოტკა ხელმძღვანელობდა, გადადგა.

ახალ მთავრობას ოქტომბერში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესაბამისად, ქვეყნის პრეზიდენტი 13 დეკემბერს დანიშნავს.

28 ნოემბერს, პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ქვეყნის მეთაური მას პრემიერად 6 დეკემბერს დანიშნავს, 13 დეკემბერს კი ახალი მთავრობა დამტკიცდება.

ბაბიშს 14-15 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ევროკავშირის სამიტში მონაწილეობა სურს, მომავალი პრემიერი აპირებს ჩეხეთის პოზიციის დაფიქსირებას, რაც არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგაა მიმართული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×