რეზონანსი
30.11.2017

(რეზონანსი) ოთარ აბესაძის სასამართლო პროცესზე ექიმის გამოძახება გახდა საჭირო. მოსამართლემ სასამართლო პროცესზე შესვენება მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბრალდებულის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ სხდომაზე შუამდგომლობა დააყენა მხოლოდ დღევანდელი პროცესის დახურვის შესახებ, რადგან დაცვის მხარეს უნდა წარედგინა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.

დღევანდელ პროცესზე თავად ოთარ აბესაძემაც აღნიშნა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად, პროცესზე შესვენება გამოცხადდა. აბესაძეს ექიმი გასინჯავს, ამის შემდეგ გახდება ცნობილი, გაგრძელდება თუ არა დღევანდელი სასამართლო სხდომა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×