რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) რუსეთის სახელმწიფო დუმას განსახილველად წარედგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას „უცხოეთის აგენტებად" გამოცხადებული მედიასაშუალებების საქმიანობის წესის დარღვევისთვის.

კანონპროექტის თანახმად, „უცხოეთის აგენტი" მედიასაშუალებების, ან მათ მიერ რუსეთში დაფუძნებული იურიდიული პირების მიერ საქმიანობის წესების პირველი დარღვევისთვის, ფიზიკური პირები დაჯარიმდებიან 10 ათასი რუბლით, თანამდებობის პირები 50 ათასით, ხოლო იურიდიული პირები 500 ათასი რუბლით.ყოველი შემდგომი დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირების 100 ათასი რუბლით დაჯარიმებას, ან 15 დღით ადმინისტრაციულ პატიმრობას.

ახალი კანონი ძალაში შევა 2018 წლის 1 იანვრიდან. რუსეთის სახელმწიფო დუმამ და ფედერაცის საბჭომ 15 და 22 ნოემბერს მიიღეს კანონპროექტი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებას აძლევს, უცხოური მედიასაშუალებები გამოაცხადოს „უცხოეთის აგენტებად".

25 ნოემბერს, კანონპროექტს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×