რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) უკრაინა ლიტვისგან 2 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალებს მიიღებს.

ლიტვის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ იარაღის გადაცემა იმ დახმარების ნაწილია, რომელსაც უკრაინა ლიტვიდან ქვეყნის შეიარაღებული ძალების გასაძლიერებლად და თავდაცვის შესაძლებლობების გასაზრდელად იღებს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინის არმია ლიტვისგან 100 ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს, 7 ათას ავტომატურ იარაღს და 2 მილიონ ტყვიას მიიღებს.

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების შემდეგ კიევმა ვილნიუსისგან 150 ტონა სამხედრო იარაღი მიიღო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ იარაღის მიწოდების მოთხოვნით ლიტვას უკრაინის მთავრობამ მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×