რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას მხარს დაუჭერენ.

„ვრჩებით ჩვენი გაცხადებული პრინიციპის ერთგული და მხარს დავუჭერთ არასამთავრობო სექტორის მიერ დასახელებულ კანდიდატურას. ჩვენ შევხვდით და მოვუსმინეთ ნინომ ლომჯარიას. ვფიქრობთ, რომ მას აქვს დიდი გამოცდილება. შესაძლოა, არსებობდეს რაღაც საკითხები, რომელზეც ჩვენ შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა დავიცვათ პრინციპი, რომ ამ პოზიციაზე დასახელებული უნდა იყოს არასამთავრობოების წარდგენილი კანდიდატი, მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ წარდგენილი კანდიდატი არის ადეკვატური, ამიტომ სწორი გადაწყვეტილება იქნება მისი მხარდაჭერა", - ამბობს სამადაშვილი.

ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა უმრავლესობამ დაასახელა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×