რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) გაეროში რუსეთის ელჩმა, ვასილი ნებენზიამ აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიცია დაადანაშაულა სირიის დაქუცმაცების მცდელობაში.

ნებენზიამ 29 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ქურთი და არაბი მებრძოლები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსგან" გაათავისუფლეს ქალაქი რაყა, დამოუკიდებლად, სირიის ხელისუფლების მონაწილეობის გარეშე ცდილობენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების დანიშვნას და ეკონომიკის აღდგენას.

ნებენზიას ამ განცხადების ფონია სირიის ხელისუფლებისა და მეამბოხე ოპოზიციური ჯგუფების მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, რომელიც ჟენევაში იმართება და მიზნად ისახავს სირიაში ექვს წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული ომის დასრულებას.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×