(რეზონანსი) გაეროში აშშ - ის ელჩის, ნიკი ჰეილის განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სურს ომი ჩრდილოეთ კორეასთან, მაგრამ ამ ქვეყნის მმართველი „რეჟიმი მთლიანად განადგურდება", თუ მის აგრესიულ ქმედებებს ომი მოჰყვება.
მისივე თქმით, ჩრდილოეთ კორეის მიერ საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის ბოლო გამოცდამ კიდევ უფრო ნათელი გახადა აუცილებლობა, რომ ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს ფხენიანთან ურთიერთობა.
ამერიკელმა დიპლომატმა ჩრდილოეთ კორეის უდიდეს სავაჭრო პარტნიორს, ჩინეთს მოუწოდა, შეწყვიტოს მეზობელი ქვეყნისათვის საწვავის მიწოდება.
„ჩრდილოეთ კორეის დიქტატორმა გუშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ომს კი არ გვაშორებს, არამედ მასთან გვაახლოვებს", განაცხადა ჰეილიმ.