რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) პირს, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე, ცოლი განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა, რუსთავის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლოს ცნობით, ბრალდებულმა ხ.ნ-მ ცოლს ე.გ-ს 16 ჭრილობა დანით მიაყენა, რის შედეგადაც ქალი გარდაიცვალა. ამის მიუხედავად, დაკავებული პირი თავს დამნაშავედ არ ცნობს.

„საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ, თუმცა სასამართლომ შეაფასა რა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, დადასტურებულად მიიჩნია, რომ ხ.ნ.-ს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედებების მართლწინააღმდეგობა, ეჭვიანობის ნიადაგზე შურისძიების მოტივით სურდა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა სისასტიკით, ითვალისწინებდა შედეგებს და შეგნებულად უშვებდა მას, შესაბამისად სასამართლომ ხ.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში", - ნათქვამია რუსთავის საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×