რეზონანსი
30.11.2017

 (რეზონანსი) საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე ხუთი წლის ვადით, ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა.

საკანონმდებლო ორგანომ სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს, ნინო ლომჯარიასა და გიორგი ფოფხაძეს კენჭი დღევანდელ სხდომაზე უყარა.

კენჭისყრის შედეგად, ლომჯარიას კანდიდატურას 96-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 კი წინააღმდეგ წავიდა. ხოლო ფოფხაძემ 20 ხმა მიიღო, წინააღმდეგ კი 27 წავიდა.

ლომჯარია კანდიდატად მმართველმა გუნდმა წარადგინა, ფოფხაძე კი, „პატრიოტთა ალიანსმა"

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×