(რეზონანსი) ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, რომ იყოს სახალხო დამცველი, - ეს განცხადება ახლად არჩეულმა სახალო დამცველმა გააკეთა.
რიგით მეექვსე სახალხო დამცველი უფლებამოსილების შესრულებას რვა დეკემბრიდან შეუდგება, ანუ მას შემდეგ, რაც მოქმედი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი ამ პოსტს დატოვებს.
„ალბათ, არ არსებობს იმაზე დიდი პასუხისმგებლობა და პატივი ადამიანის უფლებათა დამცველისთვის, იყოს სახალხო დამცველი. ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებები ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო", - განაცხადა ლომჯარიამ.
როგორც ლომჯარია ამბობს, ჯერ სტრუქტურისა და აპარატის მუშაობას გაეცნობა და შემდგომ მიიღებს საკადრო გადაწყვეტილებებს.
„ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდგე ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე",- დასძინა ალხად არჩეულმა ომბუდსმენმა.
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურა დაამტკიცა. ლომჯარიას კანდიდატურას, 96 მომხრე ჰყავდა, 5 კი წინააღმდეგი.
ლომჯარიასთან ერთად, სახალხო დამცველის კანდიდატად გიორგი ფოფხაძე იყო წარდგენილი, რომელიც "პატრიოტთა ალიანსმა" დაასახელა. ფოფხაძის მიმართებაში კი კენჭისყრის შედეგები ასეთია, 20 მხარდამჭერი 27 კი, წინააღმდეგი.
ლომჯარია უფლებამოსილების შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგენა, მას შემდეგ, რაც მოქმედ ომბუდსმენს უფლებამოსილება ამოეწურება.