რეზონანსი
01.12.2017

 (რეზონანსი) საქართველოს საპატრიაქროს დელეგაცია დღეს, მოსკოვში მიემგზავრება, სადაც სამი მღვდელმთავარი რუსეთში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრება.

საპატრიარქოს დელეგაციას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან, საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებებზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე იყო მიპატიჟებული, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მიემგზავრება.

სავარაუდოდ, გაიმართება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის წევრების შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან, რომელზეც აფხაზეთში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რუსეთ-საქართველოს ჯგუფის შექმნის საკითხს განიხილავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×