(რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.
ეს პასუხი მინისტრმა იმ კითხვის საპასუხოდ გასცა, თუ რა გზით შემოვიდნენ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირები საქართველოში.
მისივე თქმით, ყველა დეტალი და ყველა ნიუანსი დგინდება, რომელიც უახლოეს პერიოდში გამოკვლელული იქნება.
„ეს არის ძალზე მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ბევრი კითხვები დაისმება. ბევრი შეკითხვა უკვე დაისვა და პასუხი გაეცა. პირველადი მონაცემებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. ახლა გამოძიება არის ძალზე აქტიურ ფაზაში და დაველოდოთ გამოძიების შედეგებს", - განაცხადა გახარიამ.