რეზონანსი
01.12.2017

 (რეზონანსი) სანდრო გირგვლიანის საქმეზე, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს განახლდება. საუბარია გირგვლიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე, რომელშიც სააკაშვილს, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, მომდევნო პროცესზე კი დასკვნითი სიტყვა დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა განმარტა, რომ მტკიცებულებები სააკაშვილის ამ საქმესთან შემხებლობას ვერ ადასტურებს და სასამართლოს განაჩენი წინასწარ დაწერილია.

მოსამართლე საბოლოო განაჩენის გამოსატანად მას შემდეგ გავა, რაც დაცვისა და ბრალდების მხარეები დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×