(რეზონანსი) სააკაშვილის განცხადებით, სილვიო ბერლუსკონმა ორჯერ მიაკითხა მას ნასვამ მდგომარეობაში სასტუმროში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული ფაქტი ბრიუსელში, ერთ - ერთ ევროპულ სამიტზე, რუსეთ-საქართველოს ომიდან, ორი წლის შემდეგ მოხდა.
სააკაშვილის თქმით, მაშინ როცა მთელი დასავლეთი მხარს უჭერდა, ბერლუსკონი ღიად აცხადებდა, რომ ის სადამ ხუსეინივით ჩამოხრჩობას იმსახურებდა.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პუტინთან მეგობრობაში დაადანაშაულა და ამის დამადასტურებლად მის მიერ გადაღებული პროპაგანდისტული ფილმი „ქართული კვალი" დაასახელა, რომელიც რუსულ მაუწყებლობებთან ერთად გადაიღო და მეიდანზე განვითარებულ სისხლიან მოვლენებს უკავშირდება.