რეზონანსი
02.12.2017

 (რეზონანსი) „მეჟპრომბანკის" დამფუძნებელი, ყოფილი სენატორი სერგეი პუგაჩოვი პუტინს მილიარდების წართმევაში ადანაშაულებს. აღნიშნულ საკითხზე მან ჟანა ნემცოვასთან ინტერვიუში ისაუბრა.

პუგაჩოვის განცხადებით, 2008 წელს „მეჟპრომბანკმა" რუსეთის ბანკისგან 32 მილიარდი რუბლი კრედიტის სახით აიღო, 2013 წელს კი, სახელმწიფომ მისი ქონების ექსპროპრეაცია მოახდინა და სამართლებრივი დევნა წამოიწყო.

ყოფილმა სენატორმა ჰააგის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელშიც რუსეთის მთავრობას მრავალმილიარდიანი ინვესტიციის, კერძოდ, 12 მილიარდი დოლარის კომპენსაციის გარეშე ჩამორთმევაში ადანაშაულებს.

მისივე თქმით, ის პუტინთან დაახლოვებული პირი იყო, ერთ - ერთი გავლენიანი ფიგურა კრემლში, რომელიც მნიშვნელოვან პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებდა.

პუგაჩოვი მიიჩნევს, რომ მისი გაკოტრება პუტინის მიერ წამოწყებული კამპანია იყო მის წინააღმდეგ.

„ აი, მაგალითად, თქვენ მთელი ცხოვრება იმუშავეთ, გამოიმუშავეთ 15 მილიარდი, შემდეგ მოვიდა ბიძია ვოვა, პრეზიდენტი და ყველაფერი წაგართვათ. არც გადაგიხადათ არც ერთი კაპიკი", - განაცხადა ოლიგარქმა.

პუგაჩოვს ბანკის მიზანმიმართულ გაკოტრებისა და მილიონობით დოლარის მითვისების ბრალდებით ქვეყნის დატოვება მოუწია და ამჯამად, ის ნიცაში იმყოფება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×