(რეზონანსი) ტექნოლოგიური მეწარმის, ევან სანის განცხადებით, ნაღდი ფულის ეპოქა მალე დასრულდება. დრო, როდესაც ადამიანები ფულად გადახდებს მხოლოდ ელექტრონულად განახორციელებენ, ახლოსაა.
„ჩვენ შორს არ ვიმყოფებით ისეთი სამყაროსგან, სადაც რესტორანში შესულ ადამიანს ეტყვიან: „ საკვებს თუ აქ მიირთმევთ, უნდა გადმოწეროთ ჩვენი აპლიკაცია და ონლაინ რეჟიმში გადაიხადოთ." „დემონეტიზაცია ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს," განაცხადა ევან სანმა.
სანი დარწმუნებული არაა, თუ რა ჩაანაცვლებს ტრადიციულ ვალუტას - იქნება ეს ბიტკოინი, American Express, MasterCard თუ სხვა რამ. თუმცა, მისი განცხადებით, ფიზიკური ფული ნებისმიერ შემთხვევაში შეწყვეტს არსებობას.