რეზონანსი
02.12.2017

 (რეზონანსი) ისრაელის ავიაციამ დამასკოსთან მდებარე სამხედრო ბაზაზე იერიში მიიტანა.

სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ გვიან ღამით დამასკოში აფეთქების ხმა ისმოდა. ისრაელს ავიადარტყმა ამ დრომდე არ დაუდასტურებია.

გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის მთავრობამ აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა სირიის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზის აშენებას გეგმავს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი არ დაუშვებს, სირიაში ირანის პოზიციების გამტკიცებას. ირანი სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×