რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) თბილისის 51-ე სკოლის მოკლული ორი მოსწავლის ხსოვნის ნიშნად, მოქალაქეები ყვავილებითა და სანთლებით ხელში შეიკრიბებიან.

მოქალაქეები, გარდაცვლილი არასრულწოვანი ოჯახების მიმართ სოლიდარობის აქციას გამართავენ. ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარა გურჩიანმა ფეისბუქზე დაწერა.

"ვიკრიბებით კვირას, 18:00 საათზე, 51-ე სკოლის წინ, იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ. ჩვენ გვსურს მივიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ", - წერს გურჩიანი.

თბილისში ხორავას ქუჩაზე ორი დღის წინ სისხლიან გარჩევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ დაიღუპა.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორეს დასაკავებლად კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×