რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) ხვალ, პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს მოუსმენენ.

გვენეტაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის მიერ მომზადებულ 2018-2020 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს წარადგენს, რომელიც პარლამენტმა დადგენილებით უნდა დაამტკიცოს.

განხილვის ერთ-ერთი მთვარი თემა იქნება ლარის კურსთან დაკავშირებული საკითხი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა 12:00 საათზე, პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი გაიმართება.

გვენეტაძე პარლამენტში 27 ნოემბერს უნდა მისულიყო, თუმცა ეს მოსმენა 4 დეკემბრამდე გადაიდო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×