რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში მოკლული 17 წლის მოზარდის ოჯახი დამნაშავის ლინჩის წესით გასამართლებას ითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი არსებობდა და კლასელმა ის სასაუბროდ რამდენჯერმე დაიბარა.

გარდაცვლილის მეზობლების და ახლობლების თქმით, მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახს სოფელში აღარ აცხოვრებენ.

ბრალდებული და გარდაცვლილი კლასელები იყვნენ.

გარდაცვლილის დედა თურქეთში სამუშაოდ იმყოფება. შვილის გარდაცვალების შესახებ მან ამ დრომდე არაფერი იცის.

შეგახსენებთ, რომ შსს-მ ბრალდებული 1999 წელს დაბადებული ი.ტ. დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა 2000 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×