რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით, ხვალ სიონის ტაძარში წირვას პატრიარქის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო აღავლენს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვიროაო წირვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ხვალ არის დიდი დღესასწაული - ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წირვა შესრულდება სიონის ტაძარში. წირვას შეასრულებს მოსაყდრე, მეუფე შიო", - ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრედ, მიტროპოლიტი შიო მუჯირი დაასახელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×