რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა გიორგი ტყაბლაძეს, რომელიც პრომეთეს მღვიმეს 23 წლის განმავლობაში იცავდა, ღირსების ორდენი, მადლობის სიგელი და ფულადი ჯილდო გადასცა.

ტყაბლაძე პრომეთეს მღვიმეში 1984 წლიდან 2007 წლამდე დარაჯად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე მუშაობდა.

მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის პრომეთეს მღვიმის უნიკალური ბუნებრივი ძეგლის პირვანდელი სახით შენარჩუნებაში. მნიშვნელოვანი დამსახურებისთვის, 2010 წელს, მღვიმის სახმელეთო გამოსასვლელის ტერიტორიაზე მისი ძეგლიც გაიხსნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×