რეზონანსი
03.12.2017

 (რეზონანსი) ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს ფეისბუქზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ქუჩის აკადემიის" აღმოსაფხვრელად ყველაფერი გააკეთა.

სააკაშვილმა დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.

"მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ "შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდეალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!

"P.S 2007 წელს კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ", - წერს სააკაშვილი.

1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ახალგაზრდების სისხლიან გარჩევას ორი არასრულწოვანი ემსხვერპლა.

ერთი მათგანი, საავადმოყოში მიყვანამდე გარდაიცვა, ხოლო მეორე შაბათს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×