(რეზონანსი) თბილისში, 51-ე საჯარო სკოლასთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის ემსხვერპლა, სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.
ადგილზე იკრიბებიან როგორც 51-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ასევე, რიგითი მოქალაქეები.
აქციის მონაწილეები გმობენ ძალადობას და სახელმწიფოს მოუწოდებენ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაული, რაც შეიძლება მალე იქნას გამოძიებული.
ხვალ 51-ე სკოლასთან კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი. ახალგაზრდები მდუმარე აქციით მომხდარს გააპროტესტებენ.
1 დეკემბერს თბილისის, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო მეორე გუშინ რესბუპლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ ერთი პირი დააკავა. მეორეს დასაკავებლად კი აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პროკურატურამ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.